თარიღი    დრო

"თალიბანი" ამერიკელ ხალხს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:05 02.15.2018 1913

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" ამერიკელ ხალხს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, იზრუნონ ავღანეთში კონფლიქტის დასრულებასა და გამოუცდელი მმართელის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის დასრულებაზე. მოძრაობის განცხადებით, მათი სურვილი, დამყარდეს მშვიდობა და დასრულდეს 17 წლიანი ომი, სისუსტეს არ ნიშნავს.

წერილს, რომელიც „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდდა 10 ენაზე გაავრცელა, The Telegraph-ი აქვეყნებს.

ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელები წერილს დაკვირვებით წაიკითხავენ  და სწორად შეაფასებენ რეალობასთან კავშირში.

„თალიბანს“ სურს, ავღანეთის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარების გავიდეს და აშშ-ისგან მხარდაჭერილი მთავრობა შეიცვალოს:

„ამერიკას არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნების კანონებსა და მმართველობის სისტემებს წყვეტდეს. 2001 წელს, ავღანეთში ომი სწორედ თქვენი ოფიციალური პირების მცდარი პროპაგანდის წყალობით დაიწყო. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელს არქმევენ თქვენი მმართველები ამ ომს, რეალობა ისაა, რომ ათობით ათასი ავღანელი, ბავშვებისა და ქალების ჩათვლით, თქვენმა ძალებმა აწამეს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, გაიგოთ, რომ ისლამური ემირატი ჯანსაღი პოლიტიკითა და დიალოგით გადაჭრის თავის პრობლემებს“, - ნათქვამია წერილში.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%