2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 1 958 განთავსების ობიექტი დაფიქსირდა, რომელიც მთლიანობაში 66 ათას 78 საწოლზეა გათვლილი.
საქართველოს ობიექტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის, სადაც მთლიანად საქართველოში არსებული განთავსების ობიექტების 22%-ია განთავსებული.
განთავსების ობიექტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტების 17.9%-ი მდებარეობს. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აქ ობიექტების 13,6%-ია განლაგებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების ადგილებში არსებული 66 ათას 78 საწოლიდან ყველაზე მეტი თბილისსა (27.3%) და აჭარაზე (18.4%) მოდის.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტებიდან 36%-ი სასტუმროებზე მოდის.
|
|
|
|
განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით
|
|
|
|
|
კატეგორია
|
განთავსების რაოდენობა
|
ოთახების რაოდენობა
|
საწოლი ადგილები
|
სასტუმრო
|
708
|
18 542
|
41 507
|
საოჯახო სასტუმრო
|
698
|
4 281
|
11 393
|
სასტუმრო სახლი
|
399
|
2 904
|
7 774
|
სხვა
|
153
|
1 561
|
5 404
|