თარიღი    დრო

ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:49 02.14.2018 3594

მსახიობი ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტელეკომპანია "იბერიის" ინფორმაციით, მსახიობი უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%