თარიღი    დრო

თბილისში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 13:18 02.14.2018 393

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრილის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, ნოდარ ვარძელაშვილს დაახლოებით 5 საათზე უცნობი პირი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა. მისივე თქმით, დაჭრილი დეზერტირების ბაზარში ვაჭრობდა.

„ბიძაჩემს გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე უცნობი პირი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა. როგორც ჩვენ ვიცით, ფული არ მისცა, რის შემდეგად თავდამსხმელმა ესროლა“, – განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა.

დაჭრილს ღვიძლი და თირკმელი აქვს დაზიანებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%