თარიღი    დრო

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება

საქართველო, თბილისი - 13:00 02.14.2018 459

 

თეძამის ხეობაში ახალი წყალსაცავი აშენდება. შედეგად,  7 ათასი  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის  ფართობი   გახდება წყალუზრუნველყოფილი.      

კასპის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ. სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღავნელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„თეძამის წყალსაცავის მოწყობით  შიდა ქართლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება.  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.

პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა  კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ  წყალსაცავის მშენებლობით ფერმერებისთვის  არამხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება, არამედ რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროექტის განხორციელების შედეგად არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  

მდინარე თეძამზე წყალსაცავის მოწყობის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:22 "ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%