თარიღი    დრო

სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს მონიტორინგი განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 12:39 02.14.2018 498

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყველა სამშენებლო სამუშაოს წარმოების დროს მონიტორინგი განხორციელდება.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, თბილისის მერისგან მიიღეს დავალება, შეემუშავებინათ ახალი კონცეფცია, რომ მერიის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის მაღალი სტანდარტი.

მისივე განცხადებით, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ექსპერტიზირებული და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს მონიტორინგი განხორციელდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ მითითება ყველა გამგეობასა და ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას მერიის სისტემაში, რომ საპროექტო სამუშაოების მიღება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში წარსულში ადგილი არ ჰქონია და ამიტომაც, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ექსპერტიზირებული და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მონიტორინგი განხორციელდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტების შესრულება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%