თარიღი    დრო

კიევმა ნაპრეზიდენტალი ქართველი თავიდან მოიშორა - Le Monde

საქართველო, თბილისი - 11:11 02.14.2018 434

“კიევმა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი - ნაპრეზიდენტალი ქართველი, რომელიც ჯერ უკრაინის ხელისუფლების საპატიო სტუმარი იყო, შემდეგ კი, მის კრიტიკოსად გადაიქცა, თავიდან მოიშორა“, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს.

როგორც სტატიის ავტორი, ბენუა ვიტკინი აღნიშნავს, ამ საოცარი ისტორიის ბოლო ეპიზოდი ორშაბათს გათამაშდა, როცა უკრაინის პოლიტიკის მთავარი შფოთისთავი პოლონეთში გააძევეს, ანუ, ოფიციალური კიევის განცხადებით, „ისევ იქ დააბრუნეს, საიდანაც მოვიდა“.

„უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია ფორმალურად კანონის სრული დაცვით განახორციელა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნახევარზომებზე გაჩერდა. რა თქმა უნდა, პოლონეთში დეპორტი მიხეილ სააკაშვილისათვის შედარებით უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე საქართველოში ექსტრადირება, სადაც მას იანვრის დასაწყისში დაუსწრებლად  სამი წლით საპყრობილე მიუსაჯეს, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ პროცესი უფრო სასამართლო ვენდეტას ჰგავდა. ასეა თუ ისე, ერთი მხრივ, ყოფილი ქართველი ლიდერის უკრაინელი ადვოკატები ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობაზე ლაპარაკობენ, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს მოქალაქეობის არმქონე პირად მიიჩნევს და უკრაინაში რამდენიმე სასამართლო გარჩევის ფიგურანტად ითვლება.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერის შუქ-ჩრდილებს თუ გავითვალისწინებთ, მისი პოლონური დეპორტაცია ეჭვებს აღძრავს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად პოლიტიკური მოტივები აქვს: 2014 წელს - კიევის მაიდანში მონაწილეობა, 2015-ში - პრეზიდენტის მრჩევლობა და ოდესის გუბერნატორობა, 2016-ში - პოსტიდან გადადგომა, ოპოზიციაში გადასვლა და მძაფრი კრიტიკა ყოფილი უნივერსიტეტელი მეგობრის წინააღმდეგ.

რაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. იგი არანაირად არ შეურიგდება გაძევებას. უახლოეს ხანში ექს-პრეზიდენტი, ალბათ, ჰოლანდიაში წავა, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდება, ან კიევს ისევ ბრძოლაში გამოიწვევს და საზღვრის დალაშქვრას შეეცდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%