მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი პეკინთან ახლოს შენდება. მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება. ამ დროისათვის აეროპორტის მოფრენის დარბაზის კარკასის მშენებლობა სრულდება, რომლის ფართობიც 313313 კვ/მ იქნება.
ყოველწლიურად აეროპორტი 620 ათას რეისსა და 2 მლნ ტონა ტვირთს მიიღებს და ასევე 72 მლნ მგზავრს მოემსახურება.
ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ პეკინის ახალი აეროპორტი არსებულ აეროპორტს განტვირთავს და მუშაობას შეუმსუბუქებს.