თარიღი    დრო

ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზის გარეშე, საპროექტო დოკუმენტაციას მსვლელობა არ მიეცემა

საქართველო, თბილისი - 10:57 02.14.2018 555

არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე არ განხორციელდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

„აქვე ვიტყვი, რომ სავალდებულო ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმის აუცილებლობა, რომ განხორციელდეს მუნიციპალური, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი დაპროექტებისა და შესრულების ეტაპზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების პროცესი დაიწყება და განხორციელების ეტაპზე იქნება, განხორციელდება მუდმივი ზედამხედველობა საპროექტო დავალებების შესრულებაზე, მათ შორის ფარულ სამუშაოებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება.

„ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული ადამიანის უსაფრთხოების დაცვა. მე მგონია, რომ ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და გამგეობებსაც მინდა გთხოვოთ, მაქსიმალური ყურადღება ხარისხსა და ზედამხედველობაზე“, – დასძინა კალაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%