თარიღი    დრო

მეტრო „ვარკეთილის“ ტენდერში ჩართული მერიის თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლდებიან

საქართველო, თბილისი - 10:48 02.14.2018 316

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, სამსახურიდან გაათავისუფლოს ის თანამშრომლები, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აშკარაა, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

„მეტროსადგურ „ვაკეთილში“ ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე, შევისწავლეთ არსებული გარემოებები და აშკარაა, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კალაძემ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%