თარიღი    დრო

ვენესუელაში, 18 მეშახტე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:11 02.13.2018 588

ტრაგედია ბოლივარის შტატში მოხდა, რომელიც ოქროთი და ალმასებით არის მდიდარი. არალეგალი მეშახტეებსა და ვენესუელელ სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი 17 მამაკაცი და ერთი ქალი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. შემთხვევა გუასიპატში ციკაპრის შახტაში მოხდა. ყველა დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, უკანონო მეშახტეები თავს სამხედროებს დაესხნენ, მეორე ვერსიით კი არმიამ იარღი პირველმა გამოიყენა.

ნიკოლო მადუროს მთავრობამ ეს რაიონი სტრატეგიულად პრიორიტეტულად გამოაცხადა და იქიდან სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მომპოვებლების გაძევების პირობა დადო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%