თარიღი    დრო

ის რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა თავისი ძალებით და მონაცემებით გაიმარჯვოს, არის გამორიცხული - თინათინ ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 15:44 02.13.2018 2700

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს იქნება ბოლო არჩევნები საქართველოში, როცა სახელმწიფოს მეთაური აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ენმ მზადაა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად,  ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლოს. როგორც მან ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბრისას აღნიშნა, ამ არჩევნებზე დამარცხების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „პირველი საცეცები გამოეცლება“.

-ქალბატონო თინათინ, დაიწყო თუ არაერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამმსჯელობა, თუ ვინ იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოქტომბრის არჩევნებზე?

-რა თქმა უნდა, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, არ გამოვრიცხავთ, შიდაპარტიულ პრაიმერსაც, გვინდა შეირჩეს ადამიანი, რომელსაც ექნება ხალხის მაღალი ნდობა. ჩვენ მზად ვართ, როგორც შიდაპარტიული კონსკულტაციებისთვის, ისე სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩართვისთვისაც, რათა გაერთიანებული ძალებით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“.

-რომელ ოპოზიციურ ძალებთან გეგმავთ თანამშრომლობას და ხომ არ თვლით, რომ ცალკე  ენმ- გამარჯვების შანსი დაბალია?

- ყველა პროდასავლურ ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ჩამოაშოროს ქვეყნის მართვის სადავეებს, აუცილებლად გავუწვდით თანამშრომლობის ხელს,  იმედი გვაქვს, ისინიც ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში და შევძლებთ, საბოლოოდ, ერთობლივი კანდიდატი დავაყენოთ.

ისეთ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს, მცირე გამონაკლისების გარდა, აკონტროლებს ერთი ოლიგარქი, ის იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ხარჯავს უდიდეს ფინანსურ რესურსს,  ძალიან ძლიერი ოპოზიციური კანდიდატისთვისაც კი, რთული იქნება გამარჯვება. NDI-ის კვლევამაც აჩვენა, რომ არსებობს ორი საქართველო, ერთი „ქართული ოცნების“ და დანარჩენი ცალკე, რომელსაც ხედავს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, ზოგადად ხალხი. ჩვენ მოვლენები უნდა შევაფასოთ არამხოლოდ ვიწროპარტიული, ეგოისტური ხედვით, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე.  

-გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოსარ სურს ერთიან  ნაციონალურ მოძრაობასთანთანამშრომლობა.  რამდენად შეუშლის მათი უარი ხელს წინასაარჩევნო კონსოლიდაციას?

-მათი პრობლემაა, რომ  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, პროდასავლური ძალა უარს აცხადებს ასევე პროდასავლურ, მთავარ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობაზე. ამის მიზეზია წინდაუხედაობა, პირადი ემოციები ან რაიმე სხვა, ამაზე დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებ.  სამწუხარო იქნება თუ არ მოისურვებენ ასეთი ტიპის ფართო კონსულტაციაში ჩართვას, რადგან სწორედ რაც შეიძლება მეტი ხალხის ინტერესის ასახვა ჩამოგვაშორებინებს ივანიშვილს და მის მავნებლურ სისტემას.

- როგორ ფიქრობთ, ეს კანდიდატი უნდა იყოს პარტიული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსი თუ ახალი სახე?

-სამწუხაროდ, მსოფლიო ტრენდია, რომ პარტიების მიმართ გარკვეული წუხილები მოსახლეობაში არსებობს. ამის მაგალითი ვიხილეთ საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის გამარჯვებისას, თუმცა უფრო ხშირად პარტიებიდან წარმოიშვება ხოლმე პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ ის გამოცდილება და თვისებები, რომელიც სჭირდება ქვეყნის მართვას, მითუმეტეს ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციას, როგორიცაა პრეზიდენტობა.  მართებული არ იქნებოდა წინასწარ საუბარი, როგორი უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი იმიტომ , რომ თანამშრომლობა იმას კი არ ითვალისწინებს, რომ ჯერ დაასახელო კანდიდატი და შემდეგ შესთავაზო პარტიებს თანამშრომლობა, არამედ ჯერ უნდა შედგეს კონსულტაციები და შემდეგ შეირჩეს კანდიდატი, თუნდაც ფორმალურად, პრაიმერის გზით, ენმ-ს აქვს პრაიმერის ჩატარების გამოცდილება და ამის გამეორება შეიძლება. თუ გავერთიანდებით და გავიმარჯვებთ, გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ასახავს ხალხის ნებას და არ მისცემს ივანიშვილს საშუალებას, გააფორმოს სრული ოლიგარქიული დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში.

-მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები როგორ იმოქმედებსნაციონალური მოძრაობისიმიჯზე?

-სააკაშვილის წინააღმდეგ დევნა მრავალი წელია მიმდინარეობს და ეს არც ჩვენთვის და არც ჩვენი ამომრჩევლისთვის არ არის სიახლე. ენმ-ს სხვა ბევრი ლიდერიც ჰყავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. მათგან ზოგი პატიმრობაშია, ზოგი კი სისხლის სამართლებრივ დევნაში.

სააკაშვილის შემთხვევაში, ორივე ოლიგარქი უპირისპირდება ერთ პოლიტიკურ ოპონენტს, რომელიც  შიშველი ხელებით იბრძვის, რათა ამ ეტაპზე, უკრაინელ ხალხს არ წაერთვას მათი ევროპული მომავალი, განვითარებისა და კორუფციის გარეშე ცხოვრების საშუალება. საშუალება იმისა, რასაც რამდენიმე წლის წინ, მაიდანზე სიცოცხლეც შესწირეს.

მზად ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა, ამისთვის მზად არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან ვთვლით, რომ უკრაინის და საქართველოს ბედი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვწყდეთ პუტინის გავლენას.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნებისკანდიდატს ღია მხარდაჭერას გამოუცხადებს თუ ჩრდილში დარჩება და რამდენად დიდი გავლენა ექნება ივანიშვილის პოზიციას ამომრჩევლის აზრზე?

- ივანიშვილი, როგორც წესი, ბოლოს ერთვება ხოლმე წინასაარჩევნო პროცესებში და ძირითადად ენმ-ს ლანძღვით შემოიფარგლება. ის იქცევა ალოგიკურად და სავარაუდოდ, იგივეს ვნახავთ საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. 

ის რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თავისი ძალებით და მონაცემებით გაიმარჯვოს, არის გამორიცხული. ვინც უნდა იყოს, ის მთლიანად დაეყრდნობა ივანიშვილის ფულს, ასევე მის გავლენას  მთელ სახელმწიფო მანქანაზე, იმისთვის, რომ ჩაატარონ ე.წ არჩევნები, მოსყიდვითა თუ დაშინებით, მათ შორის არჩევნების დღესაც, რაც ჩვენ გავასაჩივრეთ კიდეც, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა ორაზროვნად წაკითხვისა და ზემოქმედების ვალიდაციის საშუალებას. სწორედ ორაზროვნად კითხულობს კანონებს ცესკოს თავმჯდომარეც. არჩევნები რომელიც საქართველოში ივანიშვილის გავლენით ტარდება არის რუსულ მოდელზე მორგებული.

მას არანაირი ელექტორალური ვალდებულება არ აქვს ამომრჩეველთან, იმიტომ რომ ბოლო არჩევნებში მისთვის ხმა არავის მიუცია, თუმცა მინისტრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც ისე ათავისუფლებს, რომ ბოლოს გათავისუფლებულმა პრემიერმა რამდენიმე საათის განმავლობაში არც კი იცოდა, რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყო.

-ოქტომბერში არჩეულ პრეზიდენტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის რეალური ბერკეტი ექნება თუ ის მხოლოდ ფორმალური ხასიათის მმართველად დარჩება?

-ვერ ვეგუებით, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის მუდმივად დაკნინებას და გაქრობას ცდილობს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც მისმა საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო .

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია. გაერთიანებული ძალებით, 2020 წლის არჩევნებამდე ზუსტად  ამით შეგვიძლია პირველი საცეცები გამოვართვათ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ღირსეულად დაიცავს არა ერთი მავნებელი ოლიგარქის, არამედ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

 

ესაუბრა თამთა ქარქაშაძე ,,ჯი-ეიჩ-ენი"




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%