დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრები, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ.
,,გასვენება ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი“, - განაცხადა ბრეგვაძემ.
მისივე ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს არ გადაიყვანენ.
„მას პალატაში არ გადაიყვანენ. პალატაში გადაყვანა არ გვინდა, რადგან მეტი მნახველი გამოჩნდება. გვირჩევნია წყნარად იყოს“, - განაცხადა ბრეგვაძემ.
დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ დაკითხეს. მისი თქმით, მასსა და მისი შვილის მიმართ გასროლა ,,ქილერმა“ განახორციელა, რომლის მხოლოდ სავარაუდო ვინაობა იცის.