თარიღი    დრო

ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთათვის სერტიფიკატების გადაცემას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 13:22 02.13.2018 801

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სააგენტოს თანამშრომელთათვის სერტიფიკატების გადაცემას დაესწრო და ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცა. კომპიუტერული პროგრამა STATA-ს გაძლიერებული კურსი, ბაზრის სტრუქტურის კვლევაში, ევროკავშირის პროექტის „კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-თან ერთად განხორციელდა.

აღნიშნული სასწავლო ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავდა კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, რომელიც ბაზრის მონიტორინგისას მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის დროს გამოიყენება. თეორიული მასალების გაცნობასთან ერთად, შეხვედრების დიდი ნაწილი თემატური სავარჯიშოების განხილვას დაეთმო. დასკვნით შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა შესწავლილი მასალის საფუძველზე პრეზენტაციები გააკეთეს. ტრენინგის წარმატებით დასრულებისათვის მათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. მსგავსი სასწავლო კურსები კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მუშაობის პროცესში აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ემსახურება, სისტემურად ტარდება და მომავალშიც იგეგმება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%