თარიღი    დრო

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრი მაისში გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:51 02.13.2018 1623

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრი მაისში გაიხსნება, -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.

იზორიას თქმით, მშენებლობისთვის 18 მილიონამდე ლარია განსაზღვრული.

"2017 წელს 2 მილიონი ლარი მივმართეთ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. 18 მილიონი ლარი მივმართეთ ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობისკენ, რომელიც მზად იქნება უკვე წელს და მაისში ავამოქმედებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას საქართველოს პარტნიორებთან ერთად - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. 3 მილიონი ლარი მივმართეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ", - თქვა იზორიამ.

მინისტრის განცხადებით, მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება და თავდავის ბიუჯეტის 20,9% შეიარაღებას მოხმარდება.

მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტის 53% მიემართება ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%