თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გუგეშაშვილს მკვლელი რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით შეხვდა. მისივე თქმით, მკვლელმა ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა
„როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.