თარიღი    დრო

Emin-ი 1-ელ ივნისს თბილისში კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 13:02 02.10.2018 2788

არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი ემინი (Emin) თბილისს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. წარმოშობით აზერბაიჯანელი და რუსეთის სცენაზე მოღვაწე ემინ აგალაროვი თბილისში 1-ელ ივნისს კონცერტს გამართავს.

პოპულარული შემსრულებლის გამოსვლა ორკესტრთან ერთად თბილისის საკონცერტო დარბაზში (Tbilisi Concert Hall) 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთები გაყიდვაში კი მალე ჩაეშვება.

აფიშაზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში ემინის კონცერტის ორგანიზატორი აზრბაიჯანული კომპანია Beat Group-ია, ხოლო მთავარი პარტნიორი ასევე აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ემინის საქართველოში პირველი კონცერტია.

ემინ აგალაროვი არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ლეილა ალიევას ყოფილი ქმარი, რომელთანაც ემინს 3 შვილი ყავს. ემინ აგალაროვი არის რუსეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენის არას აგალაროვის შვილი, რომელიც უმსხვილესი Crocus Group-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია. თავად ემინი კი Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტია და ბიზნეს წრებში საკმაოდ დიდი პოპულარულობითა და წარმატებით სარგებლობს. 

ემინი ფესტივალ "ჯარას" დამფუძნებელია, რომელიც ყოველწლიურად ბაქოში იმართება. ემინ აგალაროვის ერთ-ერთ კლიპში დონალდ ტრამპიც მონაწილეობს.

ემინ აგალაროვი სამი წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ბაქოდან მოსკოვში გადავიდა. მან განათლება ევროპულ სკოლაში მიიღო, რომელმაც ემინს, როგორც თავად ამბობს „თვალები აუხილა". განათლების მიღება აშშ-ში დაასრულა, სადაც მუსიკისადმი ინტერესი გამოავლინა.

დღეისათვის მუსიკოსს გამოცემული აქვს ცხრა ინგლისურენოვანი ალბომი, კონტრაქტები აქვს დადებული მსოფლიო კომპანიებთან Warner Music და Sony ATV Music Publishing-თან, ასევე გამოცემული აქვს რუსულ ენაზე რამდენიმე ალბომი.

მომღერალი დუეტებს ასრულებს A'Studio-თან, გრიგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინთან, ლაიმე ვაიკულესთან და სხვა შემსრულებლებთან.






Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%