თარიღი    დრო

ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშები იწყება

საქართველო, თბილისი - 10:20 02.09.2018 2841

დღეს,  ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშები იწყება.  სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მოიყრიან თავს. 16 დღის განმავლობაში შეჯიბრები კორეის ორ ქალაქში გაიმართება. პიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია ცენტრალური ადგილი იქნება, სადაც ასპარეზობები ამ სახეობებში შედგება: სამთო სათხილამურო სპორტი, ტრამპლინი, ციგა, ბობსლეი, სკელეტონი, ბიატლონი და სხვა. მეზობელი ქალაქი კანინი კი ძირითადად იმ სახეობებს უმასპინძლებს, რომლებიც დარბაზში ტარდება – ჰოკეი, ქერლინგი, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი და ფიგურული ციგურაობა.

ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები პიონჩანგში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება. ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%