თარიღი    დრო

მიხეილ კალატოზიშვილის ფილმს ბერლინალეს საერთაშორისო კონიფესტივალის სექციაში უჩვენებენ

საქართველო, თბილისი - 12:07 02.06.2018 581

BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს.

მათ შორის ერთ-ერთი კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი - იქნება.

ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეფუძნება ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესას.

"მიფრინავენ წეროები" ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. ორი წლის წინ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად, "მიფრინავენ წეროები" ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა. ის აღწერს მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეს და ომის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორს. გვიყვება ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დაუნდობლად შეიჭრა ომი და განუკურნებელი კვალი დატოვა მათ ემოციურ მდგომარეობაზე.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%