დღეს, 26 ივლისს, , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე დუშეთის, წყალტუბოს, საგარეჯოს, ჩოხატაურის, აბაშის, მცხეთის, ახალციხის, ქარელის, წალკის, ამბროლაურის, თერჯოლის, ოზურგეთის, თელავის რაიონებსა და თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული 19 ობიექტია გატანილი.
ლიცენზიების მოქმედების ვადა 3, 5, 10, 20 და 25 წელია. ყველაზე ძვირად შეფასებულია დუშეთის რაიონის სოფ. ნადიბაანში მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია. მისი საწყისი ფასი 302 595 ლარია, მოქმედების ვადა კი _ 25 წელი.