თარიღი    დრო

პირველი ქართველი და მესამე ევროპელი - ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:12 01.27.2018 2627

ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. მან საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, რომელმაც შეჯიბრი მე-3 მაეგაშირას რანგით დაიწყო, ჩემპიონობა ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მოიპოვა.

შაჰიოძანთან მოპოვებული გამარჯვებით ლევანმა მოგება-წაგების ბალანსი 13-1 დააფიქსირა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ასევე, ის მხოლოდ მესამე ევროპელი მებრძოლია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3.2%