თარიღი    დრო

ნინო მაჩაიძე და სალომე ჯიქია პალერმოს ოპერისა და ბალეტის თეატრში იმღერებენ

საქართველო, თბილისი - 00:27 01.26.2018 4092

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები - ნინო მაჩაიძე და სალომე ჯიქია პალერმოს ოპერისა და ბალეტის თეატრში (“Teatro Massimo di Palermo”) იმღერებენ. ქართველი სოპრანოები ჯაკომო როსინის უკვდავ ოპერაში - „ვილჰელმ ტელი“ - მატილდას პარტიას სხვადასხვა შემადგენლობაში შეასრულებენ.

ნინო მაჩაიძე იტალიელი მსმენელის წინაშე 2018 წლის 23, 25, 28 და 31 იანვარს წარდგება,  ხოლო სალომე ჯიქია - 27 და 30 იანვარს.

„ვილჰელმ ტელის“ პრემიერა 23 იანვარს შედგა და წარმოდგენები 31 იანვრამდე გაგრძელდება.

წარმოდგენები გაიმართება დამიანო მიქელეტოს რეჟისორობით, ხოლო ორკესტრს გაბრიელე ფერო უდირიჟორებს.

„ვილჰელმ ტელის“ პრემიერა 1829 წლის 3 აგვისტოს, Opera de Paris-ში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეყრდნობოდა ფრიდრიხ შილერის ამავე სახელწოდების პიესას. ოპერა გვიამბობს შვეიცარიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი შესანიშნავი მსროლელის - ვილჰელმ ტელის დაპირისპირების ისტორიას ავსტრიელ დამპყრობლებთან.

პალერმოს ოპერისა და ბალეტის თეატრი იტალიაში სიდიდით პირველი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია პარიზის გრანდ ოპერისა და ვენის სახელმწიფო ოპერის შემდეგ. ამასთანავე, ის სახელგანთქმულია თავისი შესანიშნავი და გამორჩეული აკუსტიკით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:22 "ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%