თარიღი    დრო

კომპანია, რომელსაც არ ანაღვლებს მუშის ბედი, არც კლიენტის ბედით იქნება დაინტერესებული - თამაზ დოლაბერიძე

საქართველო, თბილისი - 17:04 01.19.2018 890

“ხელისუფლების წარმომადგენელთა სუსტმა პოლიტიკამ და ბიზნესის წინაშე მათმა სრულმა მორჩილებამ, მშენებლობაზე დასაქმებულთა დაღუპვა ჩვენი ქვეყნის ყოველღიურობად აქცია“,  - ამის შესახებ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

დოლაბერიძის შეფასებით, კომპანია, რომელსაც არ ანაღვლებს მუშის ბედი, არც კლიენტის ბედით იქნება დაინტერესებული.

„მშენებლობაზე რომ დასაქმებულები იღუპებიან რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა სუსტმა პოლიტიკამ და ბიზნესის წინაშე მათმა სრულმა მორჩილებამ, ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნის ყოველღიურობად აქცია.

მაგრამ ეს თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ ჩვენ უარესი და გაცილებით მასშტაბური ტრაგედიები გველოდება მომავალში და აი რას ვგულისხმობ:

რამდენადაც ვიცი, შრომის უსაფრთხოება სრულყოფილად რომ იყოს დაცული, სამშენებლო კომპანიამ თითოეულ კვადრატულ მეტრზე უნდა დახარჯოს დამატებითი 25 თეთრი.

კომპანია, რომელიც გაურბის 25 თეთრის დახარჯვას, როგორ ფიქრობთ, უარს იტყვის დანაზოგის გაკეთებაზე სამშენებლო მასალების შეძენისა და გამოყენების პროცესში?

კომპანია, რომელსაც არ ანაღვლებს მუშის ბედი, რატომ გვგონია, რომ კლიენტის ბედით იქნება დაინტერესებული“?- წერს თამაზ დოლაბერიძე.

ამავე თემაზე: ინერციით მოგვყვება უცხოური ინვესტიციებისა თუ ბიზნესინტერესების გაფეტიშება, რაც შრომით უსაფრთხოებას აზარალებს - ბექა ნაცვლიშვილი

ყოველ წელს, საწარმოო ინციდენტების შედეგად, ათეულობით მუშა იღუპება - Human Rights Watch

მუშა, რომელიც თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადავარდა, გარდაიცვალა

 
 
 



konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%