თარიღი    დრო

მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის - გიორგი ჭანტურიას მამა

საქართველო, თბილისი - 16:34 01.19.2018 862

მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქუთათელაძეს მხოლოდ გამარჯობით იცნობდა.

რუსთავში ბაზარი 2010 წელს ხუთ პირთან ერთად დავაარსე.  ამის შემდეგ ჩემთვის წილების ჩამორთმევა მოხდა. 2012 წლის შემდეგ საქმე პროკურატურაში შევიტანე. რაც შეეხება ქუთათელაძეს, მე მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და ვერანაიარად ვაკავშირებ ჩემი შვილის დაკავებას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან. ასევე მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის“, - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ. 

მისივე ინფორმაციით, 28 დეკემბერს რუსთავის მერიაში დაიბარეს და უთხრეს, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა როგორც მას, ასევე მის შვილს. ზურაბ ჭანტურია ყვება, რომ მიზეზი რუსთავის მერს არ დაუსახელებია, თუმცა განუმარტა, რომ „ეს პარტიის ზედა ფენებში გადაწყდა“. ზურაბ ჭანტურია აცხადებს, რომ ის 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრია და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს უახლოეს მომავალში პარტიაში აუცილებლად გაარკვევს. 

სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს. ის “სტამბოლის ბაზრის" ერთ-ერთი მფლობელი იყო.

მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს. საქმის ძიება სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.

გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა წუხელ დატოვა. მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%