თარიღი    დრო

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ძვირდება

საქართველო, თბილისი - 19:46 01.18.2018 1427

პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ძვირდება.

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ამიერიდან მგზავრებს ქალაქში გადაადგილებისთვის 10 თეთრით ძვირს გადაიხდა მოუწევთ, რადგანაც მგზავრობა ბათუმის ფარგლებში 50 თეთრი გახდა.

გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, რაც ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა.

საკრებულოს ცნობით, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (სამარშრუტო მიკროავტობუსი) ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 0,5 ლარით განისაზღვრა.

განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ტარიფი ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%