თარიღი    დრო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 18:28 01.18.2018 1281

„ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ.

ალექსანდრე კვახაძის განცხადებით, თავდასხმა პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირდება და ის მომხდარს კრიმინალად განიხილავს.

„მთხოვეს, რომ გარკვეული თანხა, რომელიც დაახლოებით, ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს, მიმეცა მათთვის. ასევე მთხოვდნენ, რომ თანხა online სესხის სახით გამომეტანა, რაზეც პრინციპული და კატეგორიული უარი ვუთხარი, რის შემდეგაც უკვე წამოვიდა მუქარა და წამოვიდა შეურაცხყოფა და ამის მერეც რომ ვთქვი უარი, მერე უკვე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ჩემზე“, - განაცხადა კვახაძემ.

ალექსანდრე კვახაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერენ. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%