თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:30 01.18.2018 421

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ერიკ ჰოგს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისიის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და ყურადღება გამახვილდა ჟენევის დისკუსიებზე.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია დღეს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რათა მსოფლიომ იცოდეს რა ხდება ამ მიმართულებით.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%