თარიღი    დრო

რეალითი შოუს wie is demol -ის მე-18 სეზონის მე-10 ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს

საქართველო, თბილისი - 15:36 01.18.2018 269

ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე Avrotros-ზე რეალითი შოუს wie is demol -ის („ვინ არის თხუნელა“ (ჯაშუში) მე-18 სეზონი დაიწყო, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს და რომლის 10 ეპიზოდიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით საქართველოში გადაიღეს. რეალითი შოუს თიზერს 3,25 მილიონმა ადამიანმა უყურა და პროექტის წარმატების შესახებ უკვე წერენ ჰოლანდიური გამოცემები. შოუს 
წარმომადგენლების თხოვნით მასპინძელი ქვეყანა პირველი ეპიზოდის გასვლამდე საიდუმლოდ რჩებოდა. 6 იანვარს ეთერში გავიდა პირველი ეპიზოდი. 6 იანვარს ეთერში გავიდა პირველი ეპიზოდი.

თამაშის ერთ-ერთი ინტრიგა ისაა, რომ დასაწყისში არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან, რეჟისორის და პროდიუსერების გარდა. მხოლოდ აეროპორტში იგებენ ამის შესახებ.საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. აქ ჩამოსვლის შემდგ, მოთამაშეებს, საქათველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ - კულტურული, შემეცნებითი , სპორტული ხასიათის და ა.შ. ყველა დავალების შემდეგ ისინი გამოიმუშავებენ გარკვეულ თანხას. საერთო ჯამში დაგროვილი თანხა კი შოუს ფინალისტს რჩება. 
გადაცემის ფინალისტი გამოვლნდება მარტში.
ჰოლანდიური რეალითი შოუსთვის შერჩეულ გადასაღებ ლოკაციებს და ბუნებას რაც შეეხება, საქართველო ამ შოუში ყველანაირად წარმოჩინდება.. შოუ დაიწყო დედაქალაქიდან და შემდეგ უკვე გადადიან რეგიონებში. რეალითი შოუში ასახულია, როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ისე ქართული კულტურა, არქიტექტურა, პოლიფონია და ბევრი სხვა ასპექტი. 
„18 წლის მანძილზე, ამ რეალითი შოუს სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაყურებელთა 50% მაინც მოგზაურობს გადასაღებ ქვეყნებში. მილიონობით ჰოლანდიელზეა საუბარი... ასე რომ წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული ქვეყანაა, როდესაც შოუს ერთ-ერთი სეზონი ესპანეთში გადაიღეს, იმ წელს ჰოლანდიიდან ესპანეთში მოგზაურთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს ჰოლანდიური რეალითი შოუს ქართველი პროდიუსერი.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%