თარიღი    დრო

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჯანელიძეს წერილით მიმართავენ

საქართველო, თბილისი - 14:30 01.18.2018 366

ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესახებ, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიხეილ ჯანელიძეს წერილით მიმართა:

,,2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების შედეგად ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმებისა და საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის  შემუშავების პროცესში.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, დაეფუძნება რა უკვე არსებულ გამოცდილებას. 

 

გვსურს მოგმართოთ თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებს მოგვცეთ საშუალება ჩავერთოთ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: მართლმსაჯულება, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა,  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, პროფესიულ გაერთიანებათა უფლებები და შრომის ძირითადი სტანდარტები და გარემოს დაცვა.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები ღია ვართ თანამშრომლობისათვის და დაველოდებით სამუშაო ფორმატისა და თქვენი უწყებიდან შესაბამისი საკონტაქტო პირის განსაზღვრას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

„ღია საზოადოება - საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,  მწვანე ალტერნატივა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%