თარიღი    დრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 12:03 01.18.2018 614

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში  შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი,  დიდი ოდენობით შემოსავლის/მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   - სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა“),  ტოტალიზატორის და ბინგოს    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.

აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  390 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%