თარიღი    დრო

მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 16:15 01.17.2018 607

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურა მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობას სსახელებს. დეფაქტო უწყების ინფორმაციით, დუდაევს მისმა თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. მკვლელობა სოფელ არცევში 15 იანვარს მოხდა. კაზიევს ამ დრომდე ეძებენ. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული. დუდაევი 2004 წელს ქართველმა ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის 7 ივნისს ის ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. 

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%