თარიღი    დრო

მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს - BASSIANI-ს დაცვის უფროსი

საქართველო, თბილისი - 19:11 01.16.2018 1879

მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს, - ამის შესახებ კლუბ BASSIANI-ს დაცვის უფროსმა განაცხადა, რომელიც 13 იანვარს, კლუბის ტერიტორიაზე, ორ პირთან ერთად დაჭრეს.

ის 13 იანვრის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ თამაზ ქვლივიძე და მიხეილ სვანიძე კლუბში ნასვამები მივიდნენ. მისივე თქმით, ისინი იყვნენ აგრესიულები და დაცვის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება [მიხეილ სვანიძე], კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, "ფეის კონტროლმა" კლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსული - საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. გადავიდნენ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. სწორედ ამ დროს სამი პირი დაჭრეს. პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა. მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს, - აღნიშნავს ზვიად მესხი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%