თარიღი    დრო

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე „Euromoney-ის“ ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 17:38 01.16.2018 895

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს „Euromoney-ის“  ყოველწლიურ ფორუმში.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან რომლებსაც გააცნო საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე სპეციალური პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ.

„დაინტერესება ძალიან დიდია იმ რეფორმების მიმართ, რაც ჩვენ გავატარეთ. სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ დარგის პროფესიონალები ასე დადებითად აფასებენ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ 2018 წლისთვის შევიმუშავეთ. გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ასევე გავმართეთ საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, სადაც ყველა წამყვან საერთაშორისო ინვესტორს დეტალურად გავაცნოთ ის გეგმები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%