თარიღი    დრო

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 12:09 01.14.2018 1505

საქართველოში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი იქნება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოთოვს.

ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი. 

თბილისში, დღეს თოვლჭყაპია, რომელიც საღამოს შეიძლება თოვლში გადაიზარდოს.

ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15–16 იანვარს, დედაქალაქში მოთოვს. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსი იქნება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%