თარიღი    დრო

ყოფილმა ქმარმა 32 წლის ქალს 14 ჭრილობა მიაყენა

საქართველო, თბილისი - 21:13 01.12.2018 6745

თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი, მუცელში მიაყენა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ქალის მეგობარი მამაკაციც, რომელიც ასევე ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. 

"რუსთავი 2"-ის ცნობით, დაჭრას წინ დაპირისპირებაც უძღოდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ბავშები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით კი დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. ​




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%