პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც კვირაობით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. მათეუშ მორავეცკის თქმით, ანალოგიური შეზღუდვები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც არსებობს. „ ჩვენი შემთხვევა არ არის განსაკუთრებული. ასეთი შეზღუდვები მოქმედებს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში,“-აღნიშნა პრემიერმა.