"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება.
„ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ტერორიზმს, პანკისის ხეობას და ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ამ ვითარებაში სახელმწიფოს მართებს ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტის და ხარისხის გამოძიების ჩატარება, რათა ყველა ამ მიმართულებით კითხვებზე პასუხები იქნეს გაცემული და ჩვენ არ მივიღოთ ახალი პრობლემები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.