თარიღი    დრო

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,9 მლნ ბარელით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:12 01.11.2018 193

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,9 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 419,5 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,1 მლნ ბარელით და შეადგინა  237,3 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები გაიზარდა 4,3 მლნ ბარელით და შეადგინა 143,1 მლნ ბარელი.

აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127  ათასი ბარელით დღე-ღამეში 7,2 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში შემცირდა 290 ათასი ბარელით 9,492 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,3 მლნ ბარელით და შეადგენს 663,7 მლნ ბარელს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.8%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 2.9%