თარიღი    დრო

ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:19 01.10.2018 1296

ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯუმათში მცხოვრები 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავარდა. გარდაცვლილთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე პაციენტი კი მრავლობითი ჭრილობებით გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%