თარიღი    დრო

სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 18:04 01.04.2018 1104

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10:00 საათზე ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ, დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%