თარიღი    დრო

2017 წლის საუკეთესო სერიალები

საქართველო, თბილისი - 10:31 12.30.2017 3598

სერიალების მოყვარულებისთვის 2017 წელი საკმაოდ მსუყე და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

გთავაზობთ საუკეთესო სერიალების ჩამონათვალს, რომელთაგან ზოგი წელს დაიწყო, ზოგმა  კი ახალი სეზონით გაგვანებივრა.

სიას ნუმერაციის გარეშე წარმოგიდგენთ, რადგან მათთვის პირველი თუ ბოლო ადგილების მინიჭება საკმაოდ რთულია და უკეთესია, მაყურებელმა სუბიექტურად გადაწყვიტოს:

Black Mirror - Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკა, მაღალტექნოლოგიური სამყაროს შესახებ, რომელშიც ერთმანეთს ეჯახება ადამიანთა დიდი გამოგონებები და ბნელი ინსტინქტები.   მეოთხე სეზონის პრემიერა ამერიკის დროით, 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.

Shameless  - Showtimes-ის შედევრი, რომელიც ერთდროულად დრამას, კომედიასა და ალკოჰოლური კრიტიკით წარმოჩენილ ამერიკულ ოცნებას აერთიანებს.

Fargo-ს სამივე სეზონიდან თითოეული ცალ-ცალკე ისტორიას მოგვითხრობს, თუმცა სიუჟეტებში გარკვეულ გადაკვეთებს ვხვდებით.

მესამე სეზონს მხოლოდ იმ არგუმენტით აკრიტიკებენ, რომ პირველი და მეორე სეზონი მასზე უკეთესია, თუმცა რომ არა წინარე სეზონები, მესამე მაინც მოიპოვებდა საუკეთესო სერიალის ტიტულს. 

Better Call Saul უნიკალური საშუალება მათთვის, ვისაც Breaking Bad-ის ნოსტალგია აწუხებს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კრიმინალი ადვოკატის ისტორია ამ სიაში მოხვდა. თუ აქამდე არ გინახავთ, Better Call Saul-ის ხარისხი  შეგიძლიათ თავად შეაფასოთ.

Stranger Things Netflix-ის ერთგვარი გიდია იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა წარმოაჩინო დრამისა და საშინელებათა ჟანრის სცენები ლამაზად, ფენტეზის ჟანრში.

Vikings -  ისტორიული დრამა ვიკინგების ნახევრადმითიური წინამძღოლის, რაგნარ ლოთბროკის შესახებ მოგვითხრობს და ისტორიული სცენების ფონზე, სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთების სიუჟეტში შემოსვლაც რეალურ ამბად გვეჩვენება.

The Last Kingdom მათთვისაა, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ იძიეს შური რაგნარ ლოთბროკის შვილებმა ბრიტანელებზე.

American Gods - ციხიდან ახალგათავისუფლებული შედოუ ხვდება კაცს, რომელიც თავის თავს "Wednesday" -ს (ოთხშაბათი) უწოდებს. 

სერიალი ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული :„ღმერთები იხოცებიან და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს ან იხსენებს. იდეა ადამიანზე ძნელად მოსაკლავია, მაგრამ იდეის მოკვლაც შეიძლება“

The Leftovers ისტორიაა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები იმ ადამიანების სიაში მოხვდნენ, რომლებიც ერთდროულად, მოულოდნელად,  აუხსნელი მიზეზით გაუჩინარდნენ.

House of Cards - შოუში ხაზგასმულია, როგორ აღწევენ წარმატებას მმართველობის მაღალ საფეხურზე მყოფი ელიტის წარმომადგენლები, ამორალური ცხოვრების ხარჯზე. შოუ მთავარ როლში ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისია, მან სხვა როლების მსგავსად, ფრენკ ანდრერვუდის როლიც უმაღლეს დონეზე შეასრულა.

Godless მოგვითხრობს, თუ რა ხდებოდა ამერიკაში მანამ, სანამ ის ზესახელმწიფო გახდებოდა. ის ვესტერნის ერთ-ერთი საუკეთესო რეტრო ვერსიაა.

Mr. Robot - სერიალის მთავარ გმირს, ელიოტს გაორება სჭირს. ის დღისით E corp-ის კიბერუსაფრთხოების ტექნიკოსია, ღამით კი კორპორაციების წინააღმდეგ მებრძოლი ჰაკერი.

Game of Thrones - თავიდანვე აღვნიშნე, რომ ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯორჯ მარტინის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული HBO-ს  საკულტო სერიალი, ეჭვგარეშე, სიის პირველ ადგილას უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ყინულისა და ცეცხლის  სიმღერის“ მკითხველები ხშირად აკრიტიკებენ შოუს, წიგნის სიუჟეტიდან გადახვევის გამო, Game of Thrones მაინც რჩება ყველა დროის შედევრად.

თამთა ქარქაშაძე 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%