თარიღი    დრო

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 18:58 12.28.2017 1080

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიებებს ევროპის მოედანი მასპინძლობს.

ხვალ, 29 დეკემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა 30 დეკემბერსაც. საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია საახალწლო პროგრამა 31 დეკემბერს. 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე მოეწყობა საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით, მოეწყობა ცეცხლის შოუ. 23:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის", სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით. საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების" კონცერტით გაგრძელდება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%