თარიღი    დრო

ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები კი არა, კონტროლის პროცესების გატარება გვაინტერესებს - ხაჯიმბა

საქართველო, თბილისი - 16:37 12.22.2017 4298

ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის პროცესების გატარება გვაინტერესებს, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ენგურის საბაჟო პუნქტზე გადასახადები რატომღაც მოიხსნა.

"ეკონომიკური ურთიერთობები ამ საზღვრაზე მომუშავე სრულიად სხვა ადამიანებმა დააწესეს. რესპუბლიკის ყველა ბაზარში იყიდება საქართველოდან შემოსული და საქართველოში წარმოებული საქონელიც კი. რატომ უნდა მივცეთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალება. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება კი არა, კონტროლის უფრო მკაცრი პროცესების გატარება და სახელმწიფოსთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობა გვაინტერესებს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%