დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი კრემლის ლიდერის ინიციატივით გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს პეტერბურგში დაგეგმილი მასშტაბური ტერაქტის შესახებ აშშ სადაზვერვო სამსაუხრის მიერ მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭმიტანილები ტერაქტის განხორციელებამდე დააკავეს.