თარიღი    დრო

შსს-ს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

საქართველო, თბილისი - 10:14 12.18.2017 124

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრაზე სამართალდამცველები ახალგაზრდებს კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის სახეების, ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ ესაუბრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგისგან დაცვის მექანიზმებიც გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%