თარიღი    დრო

საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 13:00 12.17.2017 369

წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და  გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; ელექტრონულად ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც ქვეყნის მოქალაქეებს სწრაფად და მარტივად შეუძლიათ; წარმატებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა − ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც საქართველო ინდონეზიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დახმარებას შესთავაზებს. საქართველოსა და ინდონეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დღეს, 15 დეკემბერს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა ასმან აბნურმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას სერვისების გაცემის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება შესთავაზა:

„მზად ვართ, შევისწავლოთ თქვენთან არსებული სისტემა და დაგეხმაროთ  პრობლემების იდენტიფიცირებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ოპერატორების დროებით მიმაგრება იუსტიციის სახლებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად".

ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის თქმით, საქართველოსთან  თანამშრომლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან მოგვცემს მეტ საშუალებას, გავიზიაროთ წარმატებული მაგალითი სერვისების გაცემისა თუ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, რომელსაც ახლა ვავითარებთ", − აღნიშნა ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა დოკუმენტის ხელმოწერისას.

საქართველო ინდონეზიას საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება; გამოცდილებას გაუზიარებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, თუ როგორ განახორციელოს  ელექტრონული მმართველობის რეფორმა და წარმატებით უპასუხოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" გამოწვევებს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ქართველ და ინდონეზიელ ექსპერტებს, სხვადასხვა დონის დელეგაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.  დაიგეგმება და ჩატარდება კონფერენციები, სემინარები და  სამუშაო შეხვედრები. ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ინდონეზიას იმ რეფორმების გატარებაში დაეხმაროს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე წარმატებით ხორციელდება და რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა − 2017 წლის შემოდგომაზე ის „OGP"-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ქართული რეფორმების ექსპორტის სურვილი ინდონეზიამ 28 სექტემბერს გამოთქვა, საქართველოში ინდონეზიის  ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილის ვიზიტისას. დელეგაციას ქართული რეფორმები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ გააცნო. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებაც ამ ვიზიტის დროს იქნა მიღებული.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ინდონეზიას შორის   „ღია მმართველობის პარტნიორობის" აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასში „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის გახსნით ღონისძიებაში, მრგვალი მაგიდის მინისტერიალის ფარგლებში 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ქართული გამოცდილება ღია მმართველობის კუთხით, გამართა ორმხრივი შეხვედრები ცალკეული ქვეყნის დელეგაციებთან.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ინდონეზიაში დღეს დასრულდება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%