თარიღი    დრო

ახალი ფრაქციების შექმნის მიზანი, შიდა სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება და კოორდინაციის გაუმჯობესებაა - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 22:55 12.15.2017 971

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი ფრაქციების შექმნის მიზანი, შიდა სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება და კოორდინაციის გაუმჯობესებაა.

თალაკვაძის თქმით,  ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობაში არსებული მცირე ზომის ფრაქციები ბევრად უფრო მობილური არიან.

„უკეთესი კოორდინაციის, ეფექტურობისა და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ფრაქციები შეიქმნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კოორდინაცია კიდევ უფრო მოქნილი და მობილური იყოს. ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობაში არსებული მცირე ზომის ფრაქციები ბევრად უფრო მობილური არიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%