თარიღი    დრო

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა გააცნეს

საქართველო, თბილისი - 19:42 12.15.2017 407

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიხეილ ჯანელიძემ და მამუკა ხაზარაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და ანაკლიის ეკონომიკური ზონის შესაძლებლობებსა და პროგრესზე ისაუბრეს.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის რეგიონულ მნიშვნელობას, საქართველოს, როგორც ევროპა- აზიის დამაკავშირებელი ხიდისა და ლოგისტიკური ჰაბის როლზე.

მინისტრის განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სრულიად ახალ იმპულსს შესძენს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს. „საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო რეგიონში გადაიქცეს რეალურ ლოგისტიკურ ჰაბად. ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში. უკვე არსებულ სატრანზიტო ინფრასტრუქტურასთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს ვაჩენთ იმ დამატებითი ტვირთბრუნვისთვის, რომელიც მომავალ წლებში გაჩნდება ამ დერეფანში. ჩვენ გვინდა, რომ დერეფნის განვითარების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო კომპანიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით აღნიშნული დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ბოლო წლების განმავლობაში ევროპასა და აზიას შორის მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას და ჩართულობას ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარების საქმეში, მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო ლაპის ლაზული, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი და სხვები.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოში წარმატებით გატარებული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების შედეგად ქვეყანას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. მინისტრის განცხადებით საქართველო წარმოადგენს სანდო პარტნიორს და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება ანაკლიაში 2021 წელს იგეგმება. ამავდროულად, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.​




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%