თარიღი    დრო

არ გაგიკვირდეთ, ჩემს ლიკვიდაციაზეც თუ გაიგებთ - ბუტა რობაქიძის დედა

საქართველო, თბილისი - 13:44 12.15.2017 2052

ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა "სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრმა", რომლის დამფუძნებელიც რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავაა.

„ამ ორგანიზაციის და ზვიად კუპრავას მიერ შეტანილი განცხადება პროკურატურაში ჩემი ღირსების შელახვას ემსახურება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მიმდინარე სასამართლო პროცესებთან. გინდ პროკურატურაში
შეიტანონ საჩივარი და გინდ სტრასბურგში გადააგზავნონ, არანაირი პრობლემა არ არის, ვაპირებ სასამართლოში შევიტანო განცხადება კუპრავას და ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ღირსების შელახვისთვის. მათ არაერთხელ სცადეს მტკიცებულებების და სიმართლის გარეშე ჩემი სახელი შელახონ. ამიტომაც, სასამართლოზე საქვეყნოდ მოუწევთ ბოდიშის მოხდა. ბრალდება ეხება იმას, რომ თითქოს „ქომაგში“ თანხების არამიზნობირივი ხარჯვა მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ქომაგის დამფუძნებელი მე გახლდით. ეს სრული სისულელე და აბსურდია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ როგორმე ჩემზე მოხდეს ზემოქმედება. არ გამიკვირდება და არ გაგიკვირდეთ, თუკი ჩემს ლიკვიდაციაზეც გაიგებთ.

გახსოვთ, ალბათ ზურა ვაზაგაშვილს რაც უქნეს. ახლა ჯერი ჩემზეა და მთელი ეს "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა მე მიპირისპირდება იმის გამო, რომ ცოტა დრო დარჩათ, რადგან ძალიან მალე დაიჭერენ. ამის გამო ხდება ჩემზე შეტევა", - განაცხადა მეტრეველმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%