თარიღი    დრო

სახალხო დამცველი თსუ-ს მოუწოდებს, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს

საქართველო, თბილისი - 13:06 12.15.2017 597

საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზოგადი წინადადებით მიმართა, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს, ლექციის განმავლობაში, დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს. 

"სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს და ასევე ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

საქართველოში ლგბტ+ თემის თანასწორობის მდგომარეობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%